არალეგალური მიგრაცია

არალეგალური მიგრაცია
• განისაზღვრება, როგორც: ,,იმ პირთა განსაკუთრებულად არაორგანიზებული მიგრაციის ყველა სახე და ნაკადი, რომლებიც არ ითვალისწინებენ მიგრაციის წარმომშობი, ტრანზიტული და/ან მიმღები ქვეყნების შესაბამის კანონებსა და წესებს”.
• ტერმინი გამოიყენება, როგორც კრებითი ტერმინი და მოიცავს როგორც ადამიანთა თრეფიქინგს, ასევე მიგრანტთა კონტრაბანდას და მიგრაციის სხვა ფორმებს, რასაც შეიძლება ეწოდოს არალეგალური ან არადოკუმენტირებული და რაც განსხვავდება ზემოხსენებული ორი განმარტებისაგან. სიტყვა ,,არადოკუმენტირებული” ეხება ნებისმიერ პირს, რომელიც ქვეყანაში შედის, რჩება, ან ქვეყნიდან გადის ამის თაობაზე ოფიციალური მოქმედი უფლებამოსილების გარეშე. ამაში შედის, მაგალითად, პირები, რომლებიც ქვეყანაში რჩებიან ვიზის ვადის გასვლის შემდეგ, ან მუშაობენ საზღვარგარეთ მუშაობის ოფიციალური ნებართვის გარეშე. გარდა ამისა, ტერმინი ,,არალეგალური მიგრაცია” მოიცავს აგრეთვე სავიზო ბროკერების, ტურისტული ფირმებისა და დასაქმების სააგენტოების უპატიოსნო საქმიანობებს, რომლებიც თავიანთ კლიენტებს არწმუნებენ, რომ უზრუნველყოფენ საზღვარგარეთ მათს გასვლას, მაგრამ დაპირებას არ ასრულებენ. ზოგიერთ შემთხვევაში პოტენციურ მიგრანტებს ატყუებენ მაშინვე, როდესაც ისინი აგენტს ფულს გადაუხდიან. ისინი საქართველოს ტერიტორიიდან ვერც კი გადიან, რადგან აგენტი ფულთან ერთად მიიმალება ხოლმე. ამგვარი შემთხვევებიც შედის კრებით ტერმინში ,,არალეგალური მიგრაცია”, რადგან ისინი ხშირად იმავე აგენტებთან არის დაკავშირებული, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს სხვა მოქალაქეების კონტრაბანდით ან თრეფიქინგით არიან დაკავებულები. თრეფიქინგის მსხვერპლები და კონტრაბანდით გაყვანილი მიგრანტები მოიხსენებიან, როგორც არალეგალური მიგრანტები, თუ სხვაგვარად არ იქნება მინიშნებული. სხვა არალეგალური მიგრანტებისაგან, მათ შორის კონტრაბანდით გაყვანილი მიგრანტებისაგან, თრეფიქინგის მსხვერპლთა განმასხვავებელი ძირითადი კრიტერიუმია უკანონო გადამყვანების და/ან შუამავლებისა და პარტნიორების მიერ მიგრანტებზე ძალდატანება. თუ მიგრანტმა ქვეყანაში არალეგალურად შესვლისათვის მიმართა ადამიანთა კონტრაბანდისტების მომსახურებას, მაგრამ მანამდე ან ქვეყანაში შესვლის შემდეგ მას შრომითი ექსპლუატაცია არ გასწევია, გამოიყენება ტერმინი ,,მიგრანტთა კონტრაბანდა”, მიუხედავად იმისა, შეუქმნა თუ არა რისკი კონტრაბანდის პროცესმა მიგრანტის ჯანმრთელობას ან კეთილდღეობას. ეს განსხვავება მიესადაგება აგრეთვე იმ არალეგალურ მიგრანტებს, რომლებმაც ითხოვეს დასაქმების არაოფიციალური მედიატორების დახმარება, მაგრამ შემდეგ მათ საზღვარგარეთელმა აგენტებმა და დამქირავებლებმა ექსპლუატაცია არ გაუწიეს. თრეფიქინგისა და არალეგალური მიგრაციის განმასხვავებელი მეორე კრიტერიუმი ეხება იმას, უთხრეს თუ არა სიმართლე მიგრანტებს საზღვარგარეთ მათი სამუშაოს ხასიათისა და დეტალების შესახებ. თუ რესპოდენტებს არ შეუტყობინებიათ რაიმე სახის ტყუილის შესახებ, გამოიყენება ტერმინი ,,სხვა არალეგალური მიგრანტი”, რათა ისინი განვასხვაოთ თრეფიქინგის მსხვერპლებისაგან.
Source: არალეგალური მიგრაცია და მიგრანტთა უკანონო გადაყვანა - საქართველო,– მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,– თბ.–2000

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Полезное


Смотреть что такое "არალეგალური მიგრაცია" в других словарях:

  • მიგრაცია — პირთა გადაადგილება, ჩვეულებრივ სახელმწიფოთა შორის. მიგრაცია გულისხმობს მრავალ ფორმას: იმიგრაცია ემიგრაცია, მუდმივი დროებითი, ნებაყოფლობითი იძულებითი და ა.შ. Source: გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში, [საქართველოდან არალეგალური… …   Georgian encyclopedia

  • შენგენის ტერიტორია — ამჟამად შედგება ევროგაერთიანების წევრი შემდეგი სახელმწიფოებისაგან: ავსტრია, ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია და ესპანეთი. ახლო მომავალში შენგენის შეთანხმებაში შევა დანიაც. Source: არალეგალური …   Georgian encyclopedia

  • სავიზო რეჟიმის დარღვევა — მოკლევადიან და გრძელვადიან ვიზებში მითითებული დარჩენის პერიოდის უგულვებელყოფა. Source: არალეგალური მიგრაცია და მიგრანტთა უკანონო გადაყვანა საქართველო,– მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,– თბ.–2000 …   Georgian encyclopedia

  • საიმიგრაციო ვიზები — გაიცემა მოქალაქეებზე, რომელთაც მოცემულ ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების ნებართვა გააჩნიათ. Source: არალეგალური მიგრაცია და მიგრანტთა უკანონო გადაყვანა საქართველო,– მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,– თბ.–2000 …   Georgian encyclopedia

  • გრძელვადიანი ვიზები — გაიცემა ძირითადად ორი კატეგორიის ადამიანებზე სტუდენტებსა და საზღვარგარეთ სამუშაოდ მიწვეულ პირებზე. Source: არალეგალური მიგრაცია და მიგრანტთა უკანონო გადაყვანა საქართველო,– მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,– თბ.–2000 …   Georgian encyclopedia

  • იძულებითი დაბრუნება — როდესაც იჭერენ სავიზო რეჟიმის დამრღვევებს, როგორც წესი, უბრძანებენ ქვეყნის დატოვებას. ეს შეიძლება მოხდეს საკუთარი ნებით, მაგრამ თუ პირს არ სურს ქვეყნიდან გასვლა, მიმღები ქვეყნის ხელისუფლება მას გააძევებს, საჭიროების შემთხვევაში ძალითაც. ასეთ… …   Georgian encyclopedia

  • მგზავრობის დახმარების პროგრამა (HTAP) — 1995 წლიდან 1998 წლამდე მსო ს მიერ განხორციელებული პროგრამა, რომლის მიხედვითაც საქართველოში დალექილ მიგრანტებს სამშობლოში ნებაყოფლობით აბრუნებდა. Source: არალეგალური მიგრაცია და მიგრანტთა უკანონო გადაყვანა საქართველო,– მიგრაციის საერთაშორისო… …   Georgian encyclopedia

  • ადამიანთა უკანონო გადაყვანა — • მსო განსაზღვრავს, როგორც: ,,მიგრანტთა კანონით აკრძალულ დასაქმებას (დაქირავებული შრომის, მოტაცების, გაყიდვის და სხვა საფუძველზე) და/ან მიგრანტთა გადაადგილებას ქვეყნის შიგნით ან საერთაშორისო საზღვრებზე, რომლის საშუალებითაც შუამავლები… …   Georgian encyclopedia

  • დეპორტაცია — • სახელმწიფო ქმედება, დამოუკიდებლობის გამოხატულება საკუთარი ტერიტორიიდან უცხოელის გაძევება შემოსვლაზე უარი მიღების ან ნებართვის შეწყვეტის შემდეგ. Source: გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში, [საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა],… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»